ჭიქურები, ფერები და ცოდნა ქართველი კერამიკოსებისთვის
Celadon საქართველოში Chrysanthos-ის პროდუქციას წარმოადგენს: ჭიქურქვედა საღებავები, ერთფეროვანი და ეფექტური ჭიქურები, ფხვნილი ჭიქურები — ყველა ინსტრუქციით ქართულ ენაზე.
- 987 ფერი და პროდუქტი
- 167 მათგანი პირველ პარტიაში
- ქართულად ყველა ინსტრუქცია












გამომწვარი ნიმუშები: Café Color G, Fantasy, Stoneware Exotic, Volcano და სხვა.
სამი რამ, რაც აქამდე აქ ძნელად იშოვებოდა




Café Color G
პრიალა ფერები, რომლებსაც გამჭვირვალე ჭიქური არ სჭირდება. ბისკვიტის მოხატვის (PYOP) და სასწავლო სტუდიებისთვის: ნაკლები ნაბიჯი, ნაკლები ჭიქური, სწრაფი შედეგი.
ხაზის ნახვა →



ეფექტური ჭიქურები
Volcano, Crackle, Antique, Fantasy, Supernova, Feng Shui, Stoneware Exotic — ფაქტურები, კრისტალები და ჩამონადენები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე იშვიათად შეხვდებით.
ეფექტების ნახვა →



ფხვნილი ჭიქური
Superior Glaze ფხვნილის სახით: წყალს თავად უმატებთ და წყლის წონაში არ იხდით. ჩასაწები ჭიქურის ლიტრი გაცილებით იაფი გამოდის — დიდი მოცულობით მომუშავე სტუდიებისთვის.
როგორ მზადდება →რას ჩამოვიტანთ ნოემბერში





Café Color
სატინისებრი ფერები, დაბალი გამოწვა





Underglaze
ჭიქურქვედა საღებავი





Café Color G
პრიალა ფერები — გამჭვირვალე ჭიქურის გარეშე

Superior Glaze Clear
უნივერსალური პრიალა გამჭვირვალე ჭიქური





Fantasy Glaze
ფანტაზიური კრისტალები





Antique Glaze
ანტიკური ეფექტი
სწორი ჭიქური ნახევარი საქმეა. მეორე ნახევარი — სწორი გამოყენება.
საქართველოში ჭიქურს ძირითადად ჩაწებით იყენებენ, ფუნჯით დასატანი გამჭვირვალე ჭიქური კი თითქმის უცნობია. ამიტომ ყველა პროდუქტს ქართული ინსტრუქცია ახლავს, ხოლო ძირითად ტექნიკებზე ცალკე სახელმძღვანელოებს ვწერთ.
სახელმძღვანელოებიწინასწარი შეკვეთა პირველი პარტიიდან
პირველი პარტია საქართველოში ნოემბრის დასაწყისში ჩამოდის — უკვე მიიღება წინასწარი შეკვეთები. შეარჩიეთ ფერები კატალოგში, დაამატეთ სიაში და გამოგვიგზავნეთ — ხელმისაწვდომობასა და მიწოდებას შეგითანხმებთ. ონლაინ გადახდა საიტზე არ ხდება.










