კონფიდენციალურობა
საიტს მართავს შპს სელადონი (Celadon LLC), ს/კ 405874638, თბილისი.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
მხოლოდ იმას, რასაც თავად გვიგზავნით ფორმით: სახელს, ტელეფონს, ელფოსტას, ქალაქს, სტუდიის დასახელებასა და შეკვეთის შინაარსს.
რისთვის ვიყენებთ
თქვენი მოთხოვნის ან განაცხადის დასამუშავებლად, თქვენთან დასაკავშირებლად და შეკვეთის შესასრულებლად. მონაცემებს არ ვყიდით და მესამე მხარეს არ გადავცემთ, გარდა მიწოდების სერვისისა, როცა ეს შეკვეთისთვის აუცილებელია.
სად ინახება
ფორმები გვიგზავნება ელფოსტით და ინახება ჩვენი საიტის ჰოსტინგის სერვერზე (RedNET, საქართველო). მოთხოვნის სია ინახება მხოლოდ თქვენს ბრაუზერში და სერვერზე იგზავნება მხოლოდ მაშინ, როცა ფორმას თავად გაგზავნით.
თქვენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა: datisurguladze@gmail.com.