რეგულარული მომარაგება და კონსულტაცია
თუ კერამიკის სტუდიას, ბისკვიტის მოხატვის (PYOP) სივრცეს, სასწავლო პროგრამას ან წარმოებას მართავთ, შეგვიძლია მუდმივი მომარაგება და პირობები თქვენს მოცულობაზე მოვარგოთ.
საბითუმო ფასები
ფასი დამოკიდებულია მოცულობასა და რეგულარულობაზე. ფასების ცხრილს განაცხადის შემდეგ გამოგიგზავნით.
დამფუძნებელი სტუდიები
პირველი პარტიისთვის რამდენიმე სტუდიას განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ. დეტალებისთვის შეავსეთ ფორმა.
დემონსტრაცია სტუდიაში
მოვალთ, ვაჩვენებთ ნიმუშებს და ერთად გამოვცდით ჭიქურებს თქვენს თიხასა და ღუმელზე.
სრული ასორტიმენტი შეკვეთით
რაც მარაგში არ არის, Chrysanthos-ის სრული კატალოგიდან მომდევნო პარტიით შემოგიტანთ.
ცოდნა ქართულად
ინსტრუქციები, გამოწვის რეჟიმები და ტექნიკური კითხვები — ქართულად, საჭიროების შემთხვევაში მწარმოებლის ტექნიკურ გუნდთან ერთად.